Sunday, May 12, 2019

მე-9 დღის რეფლექსია

ტრენინგის დასაწყისში შეუძლებლად მივიჩნიე პროექტზე მუშაობის შესწავლა, მაგრამ ტრენერის განსაკუთრებული ახსნითა და  მონდომებამ  მოტივაცია გააჩინა ჩემში მუშაობის გაგრძელებისა ,ავირჩიე პროექტი სათაურით,, ნაშრომი ძეგლად დაშთების''-შუშანიკის წამება.
ეს პროექტი სისრულეში რომ მომეყვანა დავიწყე სწავლა, პირველი რაც ვისწავლე იყო ბლოგის შექმნა,საინფორმაციო გაზეთის შექმნა.გავეცანი შინაარსობრივ კითხვარებს თუ როგორ აღვიძებს მოსწავლეებში ინტერესებს ,როგორ იწვევს მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებას.....საინტერესო იყო კონკრეტული სასწავლო მიზნების განსაზღვრა,მიმართულების მიმცემი კითხვების შემუშავება ...შეფასების გეგმის შემუშავება,აქტივობების დაგეგმვა,მე-6მოდულზე მუშაობა,დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის,საინტერესო იყო პრეზენტაციის გაკეთება თემაზე მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროს დიფერენცირება, და ასე...ჩავედი ბოლომდე ,მგონი პროექტის შესწავლაც დამაკმაყოფილებლად მოვახერხე...

Saturday, May 11, 2019

მე 8 დღის რეფლექსია

შევქმენით ბუკლეტი,რომელშიც მიმოვიხილეთ მისი მიზნობრიობა.
გავამზადეთ სლაიდები მოსწავლეთა დასახმარებლად, განვიხილეთ

მეშვიდე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • კითხვების დასმა ეფექტური სწავლების შემადგენელი ნაწილია. კარგი კითხვები გვეხმარება წინა გაკვეთილებთან და ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აზრიანი კავშირების გაბმაში.
  • მასწავლებლის ქცევა, საკლასო გარემო და სასწავლო პროექტის განხორციელების სტრატეგიები მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის წარმართვაში.
  • განხორციელების გეგმაში მითითებულია გაკვეთილის მომზადების, ჩატარების და მისი დასრულებისთვის საჭირო მოთხოვნები.
  • მუდმივი პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია ზრდისა და პროგრესის მდგრადობისთვის.

Compose:
New Message

MinimizePop-outClose

Compose:
მერევ დღე

MinimizePop-outClose


დიდი მადლობა ჩემს ტვინს ტრენინგისთვის ამუშავებთ...

Sunday, May 5, 2019

მე-7 დღე

დღეს მუშაობა საინტერესოდ წარიმართა  გავეცანით მოდული 6.დაგეგმვას მოსწავლეთა წარმატებისათვის.გავაკეთეთ პრეზენტაცია თემაზე ტვინის მარჯვენა და მარცხენა ჰომოსფერო,მრავალმხრივი  ინტელექტი,ვიზუალური და კინესთეტიკური სწავლებას დიფერენცირებული სწავლება განვიხილეთ......
მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით...

მეექვსე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოზე გადასვლა როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის მიერ, მცირე ცვლილებებს მოიცავს.
  • მასწავლებლებმა უნდა იმუშაონ მოსწავლეებთან, რათა დამოუკიდებელი შემსწავლელის როლის განვითარებაში დაეხმარონ.
  • მოსწავლეებმა სწავლის პროცესში აქტიური როლი უნდა იკისრონ.
  • მასწავლებლები განასხვავებენ დიფერენცირებული სწავლების ოთხ სახეს:
  • შინაარსი
  • პროცესი
  • პროდუქტი
  • სასწავლო გარემო
  • მასწავლებლებს შეუძლიათ, სწავლის სტილი მრავალი მხრიდან გააანალიზონ, მათ შორის, განიხილონ ვიზუალურ-კინესთეტიკურ-აუდიო შემსწავლელები, მარცხენა ნახევარსფეროზე/მარჯვენა ნახევარსფეროზე დამოკიდებული შემსწავლელები, მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით განაწილებული შემსწავლელები.
  • ყველა ტიპის შემსწავლელის საჭიროებების დაკმაყოფილება მოითხოვს საფეხურებრივ სწავლებას, რათა მოსწავლის თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა თანდათანობით გაიზარდოს.

Saturday, May 4, 2019

მე-6 დღის რეფლექსია

საინტერესო იყო დღევანდელი დღე განვიხილეთ დავალებასთან დაკავშირებული შენიშვნები,მოსწავლეთაპროექტების შეფასება.უკუკავშირის რჩევები და მეთოდები,შეფასების დროის ჩარჩო

მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით...



მეხუთე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • შეფასება ინტეგრირებული უნდა იყოს საპროექტო დავალებებში და უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს.
  • მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და, ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შედის პროექტში.
  • რუბრიკა წარმოგვიდგენს ამოცანების მახასიათებლებს (მარცხენა სვეტი) და აღწერით ნაწილს (მარჯვენა სვეტი) და მიგვითითებს შესრულების სტანდარტზე.
  • გამოიყენეთ შემაჯამებელი შეფასების ფორმები პროდუქტისა და შესრულების ხარისხის შეფასებისთვის.
  • ქვემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციები დაგეხმარებათ შეფასების ფორმების შექმნისა და მოდიფიცირების პროცესში (Airasian, 1991):
  • შეასრულეთ დავალება მოსწავლის ნაცვლად;
  • შეამოწმეთ, შეესაბამება თუ არა ამოცანის მახასიათებლები (მარცხენა სვეტში) მიზნებს;
  • შეზღუდეთ მახასიათებლების რაოდენობა;
  • მიიღეთ კოლეგებისა და მოსწავლეების უკუკავშირი;
  • აღწერითი ნაწილი დაწერეთ მოსწავლეთათვის გასაგებ ენაზე;
  • თავი აარიდეთ ბუნდოვანი სიტყვების გამოყენებას;
  • შეამოწმეთ მახასიათებლების თანმიმდევრობა.

მადლობა თანამშრომლობისთვის....

მარინა ჯანაშია კვლევა