Sunday, May 12, 2019

მე-9 დღის რეფლექსია

ტრენინგის დასაწყისში შეუძლებლად მივიჩნიე პროექტზე მუშაობის შესწავლა, მაგრამ ტრენერის განსაკუთრებული ახსნითა და  მონდომებამ  მოტივაცია გააჩინა ჩემში მუშაობის გაგრძელებისა ,ავირჩიე პროექტი სათაურით,, ნაშრომი ძეგლად დაშთების''-შუშანიკის წამება.
ეს პროექტი სისრულეში რომ მომეყვანა დავიწყე სწავლა, პირველი რაც ვისწავლე იყო ბლოგის შექმნა,საინფორმაციო გაზეთის შექმნა.გავეცანი შინაარსობრივ კითხვარებს თუ როგორ აღვიძებს მოსწავლეებში ინტერესებს ,როგორ იწვევს მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებას.....საინტერესო იყო კონკრეტული სასწავლო მიზნების განსაზღვრა,მიმართულების მიმცემი კითხვების შემუშავება ...შეფასების გეგმის შემუშავება,აქტივობების დაგეგმვა,მე-6მოდულზე მუშაობა,დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის,საინტერესო იყო პრეზენტაციის გაკეთება თემაზე მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროს დიფერენცირება, და ასე...ჩავედი ბოლომდე ,მგონი პროექტის შესწავლაც დამაკმაყოფილებლად მოვახერხე...

No comments:

Post a Comment

მარინა ჯანაშია კვლევა