მესამე დღის რეფლექსია
განწყობა გახარებული დღესასწაულიდან გამომდინარე,სიხარულმა სწავლის მოტივაცია მომცა,ყოველივეს ემატება ტრენერის მოფუსფუსე ხასიათიც,რომელიც მაუწყებელია ტრენინგის წინსვლისა.
განვიხილეთ რომეო და ჯულიეტა“-პროექტის გეგმა,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენა სასწავლო პროექტისათვის, ზოგადი შეკითხვების ცხრილი....
შეფასების ფორმები ,აგრეთვე განვიხილეთ
>
- მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ხელს უწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ფაქტობრივ ინფორმაციას. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
- ზოგადი კითხვები ღია ფორმატის და ზოგადი ტიპის კითხვებია, რომლებიც დიდ იდეებს და ცნებებს ეხება. ზოგადი კითხვები კვეთს სხვადასხვა დისციპლინას და ეხმარება მოსწავლეებს, დაინახონ კავშირი სხვადასხვა საგანს შორის.
- თემატური კითხვები ღია ფორმატის კითხვებია, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება პროექტს ან ტრენინგის თემას. მათი მეშვეობით აგროვებთ ინფორმაციას ძირითად კითხვებზეც.
- შინაარსობრივი კითხვები ფაქტებზე დაფუძნებული, კონკრეტული კითხვებია, კონკრეტული პასუხებით.
- შეფასების ფორმები პროექტებზე დაფუძნებული თემებისთვის უნდა:
- ინტეგრირდეს სასწავლო ციკლში
- აფასებდეს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს
- რთავდეს შეფასების პროცესში მოსწავლეებს
- იყენებდეს შეფასების უამრავ სტრატეგიას:
- მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად
- თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წასახალისებლად
- პროგრესის მონიტორინგისთვის
- გაგების ხარისხის შემოწმებისა და მეტაკოგნიტური აზროვნების წასახალისებლად
- ნასწავლი მასალისა და უნარ-ჩვევის დემონსტრირებისთვის
No comments:
Post a Comment