ინფორმაციის მიღებით პროექტზე მუშაობა ღრმავდება.გავიგე ბლოგის,საიფორმაციო გაზეთის შექმნა,ჩეკლისტებს,რომლებსაც ჩავამატებთ დღეს განხილულ პროექტის შინაარსზე მსჯელობას და დავისახავ მიზნად ყოველივეს პროექტის მიზნის დაგეგმვისას. მეორე მოდულის ძირითადი საკითხები იყო:>>> - მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ხელს უწყობს მოსწავლეებს,> გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი> ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ფაქტობრივ ინფორმაციას.> მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:> - ზოგადი კითხვები ღია ფორმატის და ზოგადი ტიპის კითხვებია, რომლებიც დიდ> იდეებს და ცნებებს ეხება. ზოგადი კითხვები კვეთს სხვადასხვა დისციპლინას და> ეხმარება მოსწავლეებს, დაინახონ კავშირი სხვადასხვა საგანს შორის.> - თემატური კითხვები ღია ფორმატის კითხვებია, რომლებიც პირდაპირ> უკავშირდება პროექტს ან ტრენინგის თემას. მათი მეშვეობით აგროვებთ> ინფორმაციას> ძირითად კითხვებზეც.> - შინაარსობრივი კითხვები ფაქტებზე დაფუძნებული, კონკრეტული კითხვებია,> კონკრეტული პასუხებით.> - შეფასების ფორმები პროექტებზე დაფუძნებული თემებისთვის უნდა:> - ინტეგრირდეს სასწავლო ციკლში> - აფასებდეს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს> - რთავდეს შეფასების პროცესში მოსწავლეებს> - იყენებდეს შეფასების უამრავ სტრატეგიას:> - მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად> - თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წასახალისებლად> - პროგრესის მონიტორინგისთვის> - გაგების ხარისხის შემოწმებისა და მეტაკოგნიტური აზროვნების> წასახალისებლად> - ნასწავლი მასალისა და უნარ-ჩვევის დემონსტრირებისთვის
No comments:
Post a Comment